თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

12:58, 05.10.2025

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, 08:00 საათიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილის“ მიმართულებით და პირიქით.

მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ დაკეტილი იყო და მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.

მსგავსი