თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ძაბვის ვარდნის გამო შეფერხება იყო
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ძაბვის ვარდნის გამო შეფერხება იყო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. რამდენიმე მოძრავი შემადგენლობა 14 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხება მარჯანიშვილი-გოცირიძის მონაკვეთზე, 10:56 საათზე მოხდა, მიზეზი კი, ძაბვის ვარდნა გახდა. მათივე ინფორმაციით, ხარვეზი 11:10 საათზე აღმოიფხვრა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შემადგენლობების მოძრაობა არსებული გრაფიკით მიმდინარეობს.