თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა, სამგორში მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა [ფოტო]
თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა, სამგორში მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა [ფოტო]

თბილისის მეტროპოლიტენში, მეტროსადგურ „სამგორში“ შეფერხებაა. მგზავრებს მოძრავი შემადგენლობის დაცლა მოსთხოვეს, რის შემდეგაც ბაქანზე მეორე მატარებელი შემოვიდა.

მგზავრებს ამ დრომდე არ ეძლევათ მატარებელში ჩასხდომის შესაძლებლობა.

როგორც პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბაქანზე სათადარიგო ელმავალი შეიყვანეს, რომელიც მატარებელს სადგურიდან გაიყვანს და მეტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.