თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დროებით მგზავრებს ვერ ემსახურება

11:00, 22.03.2019

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დროებით მგზავრებს ვერ ემსახურება.

„მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. შეფერხება გაგრძელდება 10-15 წუთი.

საბურთალოს ხაზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი