თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა მცირე ხნით შეფერხდა
თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა მცირე ხნით შეფერხდა

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს მცირე ხნით შეფერხდა. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მგზავრებს არ უშვებდნენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. კომპანიის ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში მატარებელი მხოლოდ სადგურ  „გურამიშვილამდე“ მოძრაობდა.

„გიდასტურებთ, რომ დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. იყო 10-15 წუთიანი შეფერხება, რომელიც უკვე აღმოიფხვრა. ეს შეეხო მხოლოდ მეტროს ორ შემადგენლობას” – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.