თბილისის მეტრო მგზავრებს დღეიდან, 22 მარტის ჩათვლით, 02:00 საათამდე მოემსახურება, ხვალიდან გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც
თბილისის მეტრო მგზავრებს დღეიდან, 22 მარტის ჩათვლით, 02:00 საათამდე მოემსახურება, ხვალიდან გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც

თბილისის მეტრო მგზავრებს დღეიდან, 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივებულად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 20 მარტიდან, 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება. თბილისის მეტრო დღეიდან, 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს, 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება.

ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.

შაბათ-კვირას, 21-22 მარტს დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.