თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს

11:38, 12.09.2021

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

მსგავსი