თბილისის მერმა ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლების კანდიდატურები წარადგინა
თბილისის მერმა ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლების კანდიდატურები წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე უხელმძღვანელებს, კრწანისის რაიონს – ბექა მიქაუტაძე, გლდანს – ლევან ნაროუშვილი, ხოლო დიდუბის რაიონს – ლევან ჯღარკავა.

„ვაკის გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც პარლამენტში გადავიდა. მინდა, წარმოგიდგინოთ ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურა დავით კვინიკაძე, რომელიც აქამდე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო ამ წლების განმავლობაში და რაც ნოდარ ტურძელაძემ დატოვა ეს თანამდებობა, მინდა, ის დავნიშნო ამ თანამდებობაზე. ხუთ წელზე მეტია, დავითი ვაკის რაიონში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის და ვაკელების საჭიროებებს, იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც ამ რაიონში არსებობს, ის არის ეკონომისტი, ბიზნესის და მართვის სპეციალისტი „ოქსფორდ ბრიუკის“ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საერთშორისო ბიზნესის მაგისტრი. მას არ აკლია გამოცდილება, ყველა პროცესში წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, პირადად ჩართული იყო. მინდა წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ამ რაიონს აწუხებ.

ასევე კრწანისის რაიონში გვაქვს ცვლილებები, ლევან ჯაფარიძე, რომელიც კრწანისის რაიონს ხელმძღვანელობდა, გამგებელი იყო, ის დღეს საკრებულოშია, კრწანისის მოსახლეობამ აირჩია. მინა, წარმატებები და ჯანმრთელობა ვუსურვო. რაც შეეხება კრწანისის რაიონის გამგებლის კანდიდატურას, მინდა, წარმოგიდგინოთ ბექა მიქაუტაძე, ბექა გლდანის რაიონს ხელმძღვანელობდა იქ იყო გამგებელი, მას აქვს დიდი გამოცდილება. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, არის მაღვალკვალიფიციური სპეციალისტი. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებს კრწანისის რაიონში მუშაობას.

რაც შეეხება გლდანს, ბექა მიქაუტაძის ნაცვლად, გლდანის რაიონს მინდა წარვუდინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა. განათლებით ეკონომისტია, ის დღემდე გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ჩართულია ყველა პროექტის განხორციელებაში, რომელიც დღემდე გაკეთებულა გლდანის რაიონში. დარწმუნებული ვარ, გამოწვევებსა და პრობლემების ღირსეულად უპასუხებს.

მინდა„ ასევე დიდუბის რაიონთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, იცით, რომ ირმა ზავრადაშვილი პარლამენტში აგრძელებს მოღვაწეობას. რაც შეეხება დიდუბის რაიონს, რომელიც ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, მინდა, წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავას კანდიდატურა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი, იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება. მჯერა, აქაც ლევანი იქნება წარმატებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი