თბილისის მერიის შენობის მე-20 სართულის რემონტზე სავარაუდოდ 375 000 ლარი დაიხარჯება
თბილისის მერიის შენობის მე-20 სართულის რემონტზე სავარაუდოდ 375 000 ლარი დაიხარჯება

თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მე-20 სართულის რემონტზე სავარაუდოდ 375 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და დაინტერესებული კომპანიების განაცხადების მიღება 24 ივლისამდე იწარმოებს.

საუბარია დედაქალაქის მთავრობის სხდომების დარბაზის, მისაღებისა და მოსასვენებელი სივრცის შეკეთებასა და რეკონსტრუქციაზე. რემონტი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 75 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.