თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სასმელი წყალი მიუტანა
თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სასმელი წყალი მიუტანა

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სასმელი წყალი მიუტანა.

დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება.

ლევან ჯღარკავას განმარტებით, მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან, სადაც კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდნენ. მან ორგანიზატორებს ასევე, გააცნო უსაფრთხოების ის აუცილებელი წესები, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით არის განსაზღვრული.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია გაიმართება. აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.