თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი“ გაიმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი“ გაიმართება

ყოფილი თბოსადგურის ტერიტორიაზე, „არტარეაში“ დღეს, 20:00 საათზე ფოტოკვირეულ „ქოლგა თბილისის“ გახსნის ცერემონია გაიმართება, რომლის მუსიკალური მასპინძელი Pitter J იქნება.

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიებაზე დასახელდებიან 2022 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, „ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანთა განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს:

7 მაისი, 16:00 საათი – გია ჭანტურიას ქ. N8, გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, დევი თარხნიშვილის არქივი „მთების სიმაღლიდან“;

7 მაისი, 17:00 საათი – მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“,  ვახო ხეთაგურის „მთის მიღმა 2015“;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, მიჰაელ ფონ გრაფენრიდის „ჩვენი ქალაქი, აშშ ახლო ხედით დღეს“;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სთივენშეიმსი, „შავი პანტერების პარტია“;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8 თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, СлаваУкраини ჯგუფური გამოფენა;

7 მაისი, 18:00 საათი – სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, ივო დანჩევი – ორ სამყაროს შორის „National Geographic საქართველო“;

8 მაისი, 17:00 საათი – ჭოველიძის ქ. N1, სასტუმრო Rooms – მთავარი ოთახი, ლარა მიჩელი ექსტრასისტოლები, „როცა გული ფრიალებს“;

8 მაისი, 18:30 საათი – კარგარეთელის N6, ხელოვნების სასახლე, ჯონ რ პეპერი „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“;

8 მაისი, 20:00 საათი – რუსთაველის გამზირი N27, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გურამ თიკანაძე „სხვა საბჭოთა ადამიანი“;

9 მაისი, 17:00 საათი – სიონის ქ. N8, ღვინის მუზეუმი/თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, „მართული ჩვენება როგორ იყო/დაინახო ქალი“, Purpur Collective-ის ვიდეო;

9 მაისი, 19:00 საათი – დოდო აბაშიძის ქ. N10, „არტარეა გალერეა“, F37 – დამოუკიდებელ ფოტოგრაფთა კავშირი „უყურო, რომ გაიგონო“;

9 მაისი, 19:00 საათი – იუნკერების ქ. N1/12, უსახელო გალერეა თბილისი, რენა ეფენდი „ზამთრის მოლოდინში“;

10 მაისი, 17:00 საათი – მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“, სანდრო სულაბერიძე „გარე თვალით დამკვირვებელი“;

10 მაისი, 19:00 საათი – ვაჟა-ფშაველას N1/პეკინის ქ. N4, საქართველოს ეროვნული არქივი, გივი კიკვაძე საქინფორმის არქივიდან.