თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს უკრაინის მიმართულებით 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება [ფოტო]
თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს უკრაინის მიმართულებით 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება [ფოტო]

დღეს უკრაინის მიმართულებით დედალაქიდან დაახლოებით 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. ინიციატივა დედაქალაქის მერიას ეკუთვნის.

ჰუმანიტარურული ტვირთის მიწოდების პროცესში ჩართულია „საქართველოს ფოსტა“ და წითელი ჯვარი. წითელი ჯვრის საშუალებით კომპანიების მიერ ოფიციალურად გაფორმებული შემოწირულებობები უკვე გაიგზავნა. კახა კალაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ბიზნესსექტორს, რომელიც ჩართულია ამ საქველმოედო ღონისძიებაში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო რიგით მოქალაქეებს, ვინც მიიღო მონაწილეობა. ამ პროცესში ყველაზე რთულია ლოგისტიკა. პროდუქტების ის ნაწილი, რონელიც საბუთებით იყო მოწოდებული, წითელი ჯვრის საშუალებით უკვე გაგზავნილია. ის პროდუქტები, რაც მოსახლეობამ მოიტანა და საბუთების გარეშეა, ლოგისტიკას უზრუნველვყოფთ და ვნახეთ მარტივი გამოსავალი. უკრაინელი მძღოლები, რომლებიც საქართველოში იყვნენ ჩარჩენილი, ავიღეთ პასუხისმგებლობა და ყველანაირად უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, სასტუმროთი. ამ მძღოლების საშუალებით ხდება ტვირთის გადატანა უკრაინაში.

გარდა ამისა, მილიონზე მეტი ლარი უკვე შეგროვებულია ფონდში, რომელიც ჩვენ გავხსენით. ამასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ვინ არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებმაც შემოწირულობები გააკეთეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.