თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტულ ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტულ ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერია მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის – „იმედის“ რეაბილიტაციას აპირებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის – „იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს მთლიანად შენობისა და საფეხბურთო მოედნის სრულ რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სრულად განახლდება საცურაო აუზი, მოეწყობა გასახდელები და საშხაპე ოთახები“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, ჯამში, პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია.

ობიექტის რეაბილიტაცია 15 ნოემბრიდან დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება.

დატოვე კომენტარი