თბილისის მერიის ცნობით, მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა

11:02, 05.04.2026

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.

„ამ ეტაპისთვის თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მგზავრთა მომსახურებას განაგრძობს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი