თბილისის მერიასთან „დელუქს დეველოპმენტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს
თბილისის მერიასთან „დელუქს დეველოპმენტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს

თბილისის მერიასთან კომპანია „დელუქს დეველოპმენტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისანში კორპუსი ნებართვის გარეშე აშენდა და კომპანიამ მათ მიერ შეძენილი ბინები გადაყიდა და იპოთეკით დატვირთა.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაზარალებულებთან შეხვედრა 18:00 საათზე აქვს დაგეგმილი. როგორც მერიაში განაცხადეს, საქმით დაინტერესებული არიან და კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

დაზარალებულების განცხადებით, კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღძრულია, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება კომპანიის ხუთი წარმომადგენელი.