ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.

მათივე ცნობით, თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.

ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.