თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად

დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან.

„ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი ბანკი“ – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).