თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის ათივე რაიონში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის ათივე რაიონში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე მძიმე ტექნიკა.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია.