თბილისის მერიასა და საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაცია თებერვალში დასრულდება

15:37, 17.01.2018

თბილისის მერიასა და საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაცია 20 თებერვლისთვის დასრულდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, პროცესი კანონის შესაბამისად მიდის.

„რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს ან რამდენი ახალი კადრი გაჩნდება, ამის შესახებ საზოგადოებას პროცესის დასრულების შემდეგ ეცოდინება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ამბობს, რომ რეორგანიზაციის პროცესში ისევე, როგორც ახალი კადრების შერჩევისას, მთავარი აქცენტი პროფესიონალიზმზე, გამოცდილებასა და პატიოსნებაზე გაკეთდება.

მსგავსი