თბილისის მერიასა და „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება

09:58, 16.03.2018

თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

თბილისის მერ კახი კალაძის გადაწყვეტილებით, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 10 აპრილიდან შეწყდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

მსგავსი