თბილისის მერიამ ავჭალაში უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მერიამ ავჭალაში უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟი განახორციელა

თბილისში, ავჭალაში, ბარალეთის ქუჩაზე მოსახლეობა უნებართვოდ აშენებული სახლების დემონტაჟს აპროტესტებს.

ბარალეთის ქუჩაზე 20-მდე შენობა-ნაგებობა მოსახლეობას უნებართვოდ აქვს აშენებული. შენობების ნაწილში მოსახლეობა უკვე ცხოვრობს, ნაწილი კი დაუსრულებელია.

​თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სპეცტექნიკის საშუალებით ერთი სახლის დემონტაჟი განახორციელა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ამ დროისთვის დემონტაჟის სამუშაოები შეჩერებულია.

როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ნაწილი აცხადებს, თბილისის მერიიდან ისინი სამი დღის წინ გააფრთხილეს, რათა უკანონო შენობების დემონტაჟი თავად განეხორციელებინათ.