თბილისის მერია – ვაჟა-ფშაველას გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდება

10:52, 21.07.2026

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გერმანული კოლეჯისა და N27 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სრულ რეაბილიტაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული სივრცის ინფრასტრუქტურა – მოეწყობა გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. ასევე განახლდება საპარკო ავეჯი და დაირგვება ხე-მცენარეები“, – განაცხადა მერმა.

კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ტიპის პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება, ვინაიდან მწვანე სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მსგავსი