თბილისის მერია - ტაქსის მძღოლებს მგზავრის გადაყვანისას ფანჯრები დახურული არ უნდა ჰქონდეთ, ავტომობილში მაქსიმუმ ორი მგზავრი უკანა სავარძელზე უნდა მოთავსდეს
თბილისის მერია - ტაქსის მძღოლებს მგზავრის გადაყვანისას ფანჯრები დახურული არ უნდა ჰქონდეთ, ავტომობილში მაქსიმუმ ორი მგზავრი უკანა სავარძელზე უნდა მოთავსდეს

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს მგზავრის გადაყვანის დროს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.

„აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს – მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც, ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას – დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.