თბილისის მერია - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად 200 ლარს არიგებს, სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მავანთა სამიზნე პენსიონერები გახდნენ
თბილისის მერია - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად 200 ლარს არიგებს, სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მავანთა სამიზნე პენსიონერები გახდნენ

თბილისის მერიის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად 200 ლარიან დახმარებას არიგებს, სრული ტყუილია.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მათ სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა და მათ უმრავლესობას საპენსიო ასაკის ადამიანები წარმოადგენენ.

„ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200 ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.

თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ პენსიონერები გახდნენ მავანთა სამიზნე, რომელთა მოტყუების გზით, ადგილი აქვს თბილისის მერიის დისკრედიტირების მცდელობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.