თბილისის მერია - საჭიროების შემთხვევაში, ქუჩებში მხოლოდ თანამედროვე ტიპის საფეხმავლო ხიდები გაკეთდება
თბილისის მერია - საჭიროების შემთხვევაში, ქუჩებში მხოლოდ თანამედროვე ტიპის საფეხმავლო ხიდები გაკეთდება

საჭიროების შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მერია აცხადებს, რომ ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით მიმდინარეობს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის დაშლილი და დასაწყობებულია ცხრა ხიდი. დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი კი, წელსვე უნდა დასრულდეს.

მერიის ინფორმაციით, დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში და მათი აღდგენა არ იგეგმება.

დატოვე კომენტარი