თბილისის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საბავშო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს
თბილისის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საბავშო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს

დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში არდადეგებისა და სადღესასწაულო დღეებში დაგეგმილი საბავშო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.

რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.

2019 წლის საახალწლო პროგრამა ღია ცის ქვეშ გაიმართება და საშობაო ბაზრობას, ყინულის მოედანს და ზღაპრის გმირებს უმასპინძლებს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღია კინოთეატრი, თოვლის ბაბუის სახლი და გასტრონომიული მარკეტი მოეწყობა.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით სხვადახვა თეატრალური საბავშო წარმოდგენები გაიმართება.

28 დეკემბერს პროგრამა დღის 12 საათიდან მოძრაობის თეატრის საზეიმო მსვლელობით დაიწყება და მაკნატუნების მარშით გაგრძელდება.

სხვადასხვა მუსიკოსებისა და შემსრულებლების კონცერტებზე მონაწილეობას ჭოხონელიძეების საბავშო სტუდიის მომღერლები, ჯგუფი Young Georgian Lolitaz – ბზიკების სტუდია , „ჩხიკვთა ქორწილი“, გიორგი ცაგარელი, სხვადასხვა დიჯეები და თოჯინების თეატრი მიიღებენ. გაიმართება საახალწლო და საშაბაო გალა კონცერტები, „ბასტი ბუბუსა“ და დათო ევგენიძის ბენდის კონცერტიც . საახალწლო ქალაქში კონცერტს მომღერალი ნინო ქათამაძე და სტეფანე მღებრიშვილიც გამართავენ.