თბილისის მერია - მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა
თბილისის მერია - მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა

სამგორის რაიონში უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. შედეგად, გამოთავისუფლდება, საერთო ჯამში, 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილების ფარგლებში მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.