თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს
თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად. ერთ ლარად გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართებით იმ ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება, რომელთაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ.

„იცით ჩვენი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან დაკავშირებით. გაცხადებული გვაქვს და უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მთავრობის სხდომაზე დღეს განვიხილავთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული კიდევ 17 ოჯახისთვის ბინების სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად გადაცემის საკითხს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარეობს ეს საცხოვრებელი კორპუსი. შერჩევა ხდება სოციალურად დაუცველობის სტატუსის მიხედვით, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ყველაზე მეტად უჭირს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი