თბილისის მერია – კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს

14:00, 28.03.2021

თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი – იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.

„დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს“,- აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

მსგავსი