თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზების მომზადებაზე განმეორებით კონკურსებს აცხადებს
თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზების მომზადებაზე განმეორებით კონკურსებს აცხადებს

თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზებისა და მათ განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსებს განმეორებით აცხადებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, კონკურსების მიზანია ამ მიმართულებით საუკეთესო წინადადებების გამოვლენა.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება – გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

„თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზისა და განთავსების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის – 120 000 ლარს. ამ თანხაში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტორის ჰონორარი“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი