თბილისის მერია – გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

12:34, 03.08.2026

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ დროისთვის მოეწყო ორი ახალი სპორტული მოედანი, ხოლო ცხრას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათ შორის, ახალი სტადიონი მოეწყო მუხიანის IVბ მიკრორაიონის N29 კორპუსთან, სადაც მანამდე არსებული ამორტიზებული სპორტული მოედნის სრული დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე მოეწყო ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და განთავსდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი. აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის 143 400 ლარამდე დაიხარჯა.

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 524 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სპორტული მოედნის პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მსგავსი