თბილისის მერია – გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო კუს ტბის საბაგირო გზა 23 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიხურება

11:28, 23.10.2025

კუს ტბის საბაგირო გზა გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს, 22:00 საათის ნაცვლად, 18:00 საათზე დაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„24 ოქტომბრიდან საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას 10:00-დან 22:00 საათამდე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი