თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს

00:02, 08.03.2019

თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ მიმდინარე ვიდეოდიალოგში ისაუბრა, სადაც მოქალაქის შეკითხვას გამოეხმაურა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც დღეს ხდება ელიავას ბაზრობაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ერთია მისი გადატანის შესაძლებლობა და ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს, დაეხმაროს მუნიციპალიტეტი და მეორეა, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყველანაირ უსაფრთხოების ზომებს დააკმაყოფილებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ბაზრობის მეპატრონეებთან და მათი მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ჯანსაღია.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი