თბილისის მერია - დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს
თბილისის მერია - დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

„საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222“,- აღნიშნულია თბილისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.