თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ ჩავა, დაიდგმევა ახალი განათების ბოძები.

„გასულ წელს დავიწყეთ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია, რომელიც უნიკალური გამოვიდა და ერთ-ერთი ულამაზესო ადგილია. ამის შემდეგ მოხდა ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია ორბელიანის მოედნის სრული განახლება, საყვავილეების განახლება, დარჩენილია ბარათაშვილის ხიდიდან დაწყებული ორბელიანის მოედანზე. ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელსაც მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი, ტროტუარები მოწესრიგდება ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ ჩავა, ახალი განათების ბოძები დადგება, მთლიანად ეს მონაკვეთი მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.