ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო 13 მაისიდან გაიხსნება, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე კი შეზღუდვა რჩება
ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო 13 მაისიდან გაიხსნება, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე კი შეზღუდვა რჩება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 13 მაისიდან გაიხსნება და მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე კი შეზღუდვა რჩება.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და მიმდინარე წლის 13 მაისიდან დედაქალაქში, როგორც მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ.

კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებისგან განსხვავებით, შეზღუდვა იხსნება ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზეც და ის მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას ითვალისწინებს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი