თბილისის მერია 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს
თბილისის მერია 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს

დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა „ თბილისი ნიუქამერსი” (Tbilisi Newcomers), ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება. ასევე, გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან”, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და „მძლევარი” მიიღებენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:

საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა – 10:00-19:00 საათი

ილუზიონისტების შოუ;
• წყლის ბუშტების შოუ;
• ჯამბაზების შოუ;
• საცირკო სანახაობა;
• ზღაპრის გმირები;
• სახის მოხატვა;
• პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი”.

საბავშვო საკონცერტო პროგრამა – 12:00-17:30 საათი
• „მეკო სტუდიის” კონცერტი;
• „ბასტი ბუბუს” კონცერტი;
• „ანა-ბანას” კონცერტი;
• სტუდია „ჟოზეს” წარმოდგენა;
• ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა – 17:10 საათი

სხვადასხვა აქტივობა – 12:00 -18:00 საათი
• მსვლელობა/პერფომანსი „დროში მოგზაური ორკესტრი”
• დიდი თოჯინა „მაღალი აბელა”;
• მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი;
• სტრიტ არტი (Street Art) მარი კახურიშვილთან ერთად.

საკონცერტო პროგრამა:
• თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი
• „თბილისი ნიუქამერსი” (Tbilisi Newcomers) – 15:00-19:00 საათი

ბიზნეს აქსელერატორისპარკი“ – 10:00-19:00 საათი

ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები – 10:00-20:00:

• ინსტალაცია – „26 მაისი”;
• ბუშტების ინსტალაცია – 17:10;
ორიგამის ინსტალაცია;
• შუშის ინსტალაცია – „ფერადი კედელი”;
• შუშის ინსტალაცია – “„ლამპიონი”;
• გამოფენა – „თბილისის ისტორია”;

საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები:

• „იცით თუ არა რომ”

• „ჩვენი დროის ადამიანები”

• „ქალები საქართველოდან””

• თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები

• „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” – 17:10 საათი.