თბილისის მერია 2022 წელს სესხის საშუალებით სატრანსპორტო და ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს
თბილისის მერია 2022 წელს სესხის საშუალებით სატრანსპორტო და ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისის მუნიციპალიტეტი სესხის საშუალებით ტრანსპორტის შესყიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და დიღმის ჭალებში პარკის მოწყობას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

„სესხების ნაწილს რაც შეეხება, 100 მილიონი ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მილიონი ლარი – ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მილიონი ლარი – პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მილიონი – ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, რვა მილიონი ლარი – დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.