თბილისის მეათე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის გაჭიანურება გააპროტესტეს
თბილისის მეათე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის გაჭიანურება გააპროტესტეს

ცოტნე დადიანის გამზირზე, მეათე საჯარო სკოლასთან მშობელთა სათათბიროსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სკოლის შენობის რეაბილიტაციის გაჭიანურებულ პროცესებსა და გადადებულ ტენდერს აპროტესტებენ.

ისინი განათლების სამინისტროსგან სკოლის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და წერილობით მიმართვებზე პასუხს ითხოვენ.

„2017 წლიდან მეათე საჯარო სკოლის შენობა სარეაბილიტაციო გეგმაშია ჩასმული. დღემდე ჩვენთვის პასუხგაუცემელია ძალიან ბევრი კითხვა, ყოველი შემთხვევისთვის, სულ ბოლოს ითქვა, რომ ორი ტენდერი უნდა ჩატარებულიყო. პირველი ტენდერი ჩატარდა, ხოლო მეორე ტენდერის არ ჩატარება გაამართლეს პანდემიის არსებობით. შემდეგ არა წერილობით, არამედ ზეპირი ფორმით გვითხრეს, რომ 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმაშია ჩასმული, რომელიც დამტკიცებული სახით ჩვენ არ გვინახავს“, – მეათე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მარიამ ჩიკვაიძემ.

აქციას განათლების სამინისტროშიც გამოეხმაურნენ.

„ბუნებრივია, იგეგმება მეათე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სკოლის მოსწავლეები დროებით გადაყვანილნი არიან 22-ე საჯარო სკოლაში. საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ეს შენობა იყიდება, არის ტყუილი“, – აცხადებენ სამინისტროში.