თბილისის მასშტაბით რვა ცენტრალური კედელი მოიხატება
თბილისის მასშტაბით რვა ცენტრალური კედელი მოიხატება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით წელს მეორედ ხორციელდება ქუჩის ხელოვნების ფესტივალი, რომლის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, რვა ცენტრალური კედელი მოიხატება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მხატვრები. თითოეული კედლის მოხატვა ექვსი–რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის მიზანია ქუჩის მხატვრობის განვითარება, უსახური კედლების გალამაზება და ახალგაზრდა მხატვრების პოპულარიზაცია.

ფესტივალი დაიხურება ჰიპ-ჰოპ კონცერტით, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაიმართება.