თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე „ფეისბუქზე“ წერს, კორონავიურსი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დაუდასტურდა, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.

„ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო და პედაგოგებო! მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქალბატონ მაკა სახურიას, დაუდასტურდა კოვიდ19 ( ეს თავად განაცხადა სოციალური ქსელის მეშვეობით და მასთან შეთანხმებით ვწერ მის სახელს).

პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე. პირადად მე არ მქონია შეხება პედაგოგთან!“,- წერს თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი.