თბილისის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), ხევძმარის (ნაწილობრივ), შეშელიძის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილისა და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება მუხიანის II მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის სამხედრო დასახლების, შეშლიძის (ნაწილობრივ), ახმეტელის, ხევძმარის (ნაწილობრივ), გობრონიძის, კორინთას, ბრონშტეინისა და რამაზ შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონში, გლდანის მასივში I, II მიკრორაიონებში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, მოსკოვის გამზირზე, მოსკოვის გამზირის II კვარტალში, ორბელიანის მოედანზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე.

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე, მამრაძის, ზაზიშვილის, გროზნოს, ქინქლაძის, ჩიტაიასა და დონდუას ქუჩებზე ელექტროენერგია 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, ოთარ ლორთქიფანიძისა და გეგეჭკორის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.