თბილისის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ვეკუას, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის, ვასაძისა და ხიზამბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩასაც.

სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანისა და პეტრიწის ქუჩების აბონენტებზე.

კრწანისის რაიონში, გორგასლისა და გულიას ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ინგოროყვასა და შევჩენკოს ქუჩებსაც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.