თბილისის ისტორიის მუზეუმში ვახო ბუღაძის გამოფენა „სამი, ოთხი“ გაიმართება
თბილისის ისტორიის მუზეუმში ვახო ბუღაძის გამოფენა „სამი, ოთხი“ გაიმართება

თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, ვახო ბუღაძის გამოფენა „სამი, ოთხი“ გაიმართება.

გამოფენა ავტორის მიერ ცოტა ხნის წინ დაწყებული ციფრების სერიის გაგრძელება და დამასრულებელი ეტაპია. ავტორის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ინსპირაციად იქცა 70-იან წლებში, უმეტესად მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები, სადაც ცალკეული უზუსტობების გამო ფოტოქაღალდი ზიანდებოდა, უჩნდებოდა ლაქები.

ვახო ბუღაძესთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ხელოვანები გოგი ოქროპირიძე და კატრინ ბოლტი.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი ვახო ბუღაძის შესახებ.

პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში დაგეგმილი ვახო ბუღაძის კატალოგის პრეზენტაცია სხვა დანარჩენ კატალოგებთან ერთად 2019 წლის 12 დეკემბერს, მრგვალი მაგიდის ღონისძიების პარალელურად შედგება.

დატოვე კომენტარი