თბილისის ისტორიის მუზეუმი გამოფენას „ერთიანობა განსხვავებულობაში. ბრისტოლი და თბილისი 1988-2018" უმასპინძლებს
თბილისის ისტორიის მუზეუმი გამოფენას „ერთიანობა განსხვავებულობაში. ბრისტოლი და თბილისი 1988-2018" უმასპინძლებს

თბილისის ისტორიის მუზეუმი გამოფენას „ერთიანობა განსხვავებულობაშიბრისტოლი და თბილისი 1988-2018″ უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოფენა ეძღვნება ბრისტოლისა (დიდი ბრიტანეთი) და თბილისის დაძმობილების 30-ე წლის იუბილეს. გამოფენა ასახავს ამ ორ ქალაქს შორის კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთობებს დასაწყისიდან დღემდე.

ამასთან, გამოფენა თავს მოუყრის ქართველ და ბრიტანელ მხატვრებს, რომლებიც 30 წლის მანძილზე მონაწილეობდნენ გამოფენებსა და ფესტივალებზე თბილისსა და ბრისტოლში. ასევე, სხვა საერთაშორისო აღიარების მქონე მხატვრებს და დამწყებ ტალანტებს ორივე ქალაქიდან.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებულ მედიასა და მასალაში შექმნილი ნამუშევრები: ფოტოები, ვიდეო-ინსტალაციები, ქანდაკება, მხატვრობა.

დატოვე კომენტარი