თბილისის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა ხვალ სამმა პაციენტმა დატოვოს

21:27, 04.05.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 54 პაციენტი რჩება, ორმა გამოჯანმრთელებულმა დღეს კლინიკა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხვალ კლინიკა შესაძლოა, კიდევ სამმა პაციენტმა დატოვოს.

„ხუთი გვყავს მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია და ერთი კრიტიკული. ამჟამად ამ პაციენტის მდგომარეობაც არ გაუარესებულა, თუმცა ძალიან მძიმეა. ხვალ მხოლოდ განმეორებით ტესტირებას ველოდებით და შესაძლოა, სამი პაციენტი გაეწეროს. ხვალ გაკეთდება განმეორებითი ტესტი. თუ უარყოფითი იქნება, შესაძლოა, ხვალ გავწეროთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი