თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამ დროისთვის 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. დღეს გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. დარჩენილი ინფიცირებულებიდან უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს რამდენიმე საშუალო სიმძიმის პაციენტიც. დილით ასევე კოვიდტესტი ჩაუტარდება რამდენიმე პაციენტს“,- განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 931 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 794 პაციენტი გამოჯანმრთელდა.