თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ცხრა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ცხრა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკა დღეს ცხრა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღეს 26 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ცხრა პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა.

„გვყავდა 36 პაციენტი, დაგვრჩა 27 პაციენტი. ამ ეტაპზე არის 27 პაციენტი დადასტურებული. გუშინ, ოთხი პაციენტი მივიღეთ შესაძლო შემთხვევა, ეს არის დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები, რომელთა კვლევა დღეს დილით დაიწყება და შესაბამისად, მიღებული პასუხებით თუ დადასტურდებიან, ჩვენთან დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ. თუ არადა, კლინიკას დატოვებენ. ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში „კოვიდით“ მძიმე პაციენტი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც ჯერ მაინც რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამ პაციენტთან მიღებული გაუმჯობესება სტაბილურია. რამდენიმე დღე და ალბათ, მის მონაცემებზე განსხვავებული რანჟირებით დაგელაპარაკებით. კლინიკაში რჩება რამდენიმე მოზარდიც“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.