თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის შემდეგ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა არ გაზრდილა და ქვეყნის მასშტაბით ის კვლავ 208-ს შეადგენს.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-სგან 37 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 50.

ეზუგბაია ამბობს, რომ დღეს ჩატარებული შვიდი ტესტიდან, ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„დილას ჩატარდა შვიდ პაციენტზე ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო პასუხი ჩვენს ძველ პაციენტებზე, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგი მიდიოდა და გამოჯანმრთელებულ 35-ს ჩვენგან ორი მიემატა. ანუ, ჩვენს ცენტრს ჰყავს 37 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ჯამში არის 50 გამოჯანმრთელებული. კვლევა კვლავ ტარდება და ხვალ დილით მოგახსენებთ შედეგებს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.