თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სავარაუდოდ კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სავარაუდოდ კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი მათ კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

მარინა ეზუბგაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღემდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან სულ 22 პირი იყო გამოჯანმრთელებული, რომელთა რიცხვიც გუშინ 23-მდე გაიზარდა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტის გაწერის შემდეგ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი დარჩება. მათგან სამს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული.